განცხადების აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ტექნიკოსი – ბათუმი,

ქალაქებში – ბათუმი, ,

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს  ბათუმში 

ტექნიკოსს  ბათუმში 

“ბს/2 ჯორჯია” წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის “Penki kontinentai”-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს – ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში. 

“ბს/2 ჯორჯია”

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:

  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა.

 მოთხოვნები:

მოთხოვნები:

  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

 ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ავტომობილის დაზღვევას; 
  • ავტომობილის იჯარას; 
  • ზონალური პარკირების საშვს;
  • საკომუნიკაციო ხარჯებს;
  • Fit pass ბარათს;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული +  ზეგანაკვეთური + ბონუსი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!