განცხადების აღწერა
„ბაზარი“ წამოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 80-მდე საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
მულტიფუნქციური სივრცე „ბაზარი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მიმტანის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში – 5 სამუშაო დღე, დღეში – 8 სთ).
ანაზღაურება: საათში – 6,25 ლარი (დღეში 50 ლარი).
არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები გაგიწევენ მენტორობას სამუშაო სივრცეში.
გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- მეგობრულ, კომფორტულ და საინტერესო გარემოს;
- კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
- კომპანია უზრუნველყობს ღამის საათებში ტრანნსპორირებას:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო ადგილზე ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მომხმარებელთა სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა – მაგიდის ზედაპირების გადაწმენდა;
- მაგიდებიდან ბინძური ჭურჭლის ალაგება, მოგროვება და ჭურჭლის სამრეცხაოში მიტანა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზეორიენტირებულობა;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 598785315
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!