ოჯახის ექიმის ასისტენტი

განცხადების ვადა: 18/08/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი პროვაიდერი კლინიკა (სხვადასხვა პროვაიდერ კლინიკაში გვყავს ოჯახის ექიმი განთავსებული, ასისტენტის ლოკაცია განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ოჯახის ექიმთან მოუწევს მუშაობა)

სამუშაო განრიგი ორშაბათი – პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი 10:00-14:00. 

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის  კონსულტაციაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
  • პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
  • პაციენტთა მოკითხვა;
  • ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება  და მოთხოვნის უზრუნველყოფა.

განათლება:

  • MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ინგლისური – Intermediate ;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.