განცხადების აღწერა
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“ -ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დარეკეთ ნომერზე 555 54 38 35.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე პროცესების მართვა;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- პროდუქციის მიღება, ფასების სწორად მითითება და განლაგება პლანოგრამის მიხედვით;
- პროდუქციის ვადებისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- ვადაგასული პროდუქციის ამოღება და დაბრუნება;
- ნაშთებისა და მარაგების აღრიცხვა და მართვა;
- შემოსავლების და გასავლების პროგრამული აღრიცხვა
- მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (საგადასახადო აქტი და ორდერი);
- პერსონალის საქმიანობის კონტროლი და ტაბელების წარმოება (Excel ფორმატში);
- სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა
- ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა და დაცვის სისტემების გაუმართაობის შემთხვევაში დროული რეაგირება;
- მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, ობიექტის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 16:00–23:00; კვირა 10:00–23:00 (შესვენება 1 საათი);
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“ -ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დარეკეთ ნომერზე 555 54 38 35.
გისურვებთ წარმატებას!