ჩემი კარიერული განვითარება ადამიანური რესურსების მიმართულებით 2019 წელს დაიწყო შერჩევის სპეციალისტის პოზიციით, დღეს კი კომპანია „Schirnhofer- შირნჰოფერის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ამ კომპანიაში სულ რაღაც 4 თვეა, როგორც ეიჩარი, ვმუშაობ და წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. ჩვენი კომპანიისთვის მთავარ აქტივს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც მათი თვისებების და უნარების შესაბამისი პოზიციები უჭირავთ და სწორედ ეს არის ნებისმიერი კომპანიის წარმატების წინაპირობა.
დასაქმება საქართველოში
იმდენად სწრაფი ტემპით ვვითარდებით კონკურენტულ გარემოში, რომ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში უამრავი გამოწვევაა, სწორედ, ეს უკანასკნელი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ვაკანსიები დაინტერესებული ადამიანებისთვის და გავამარტივოთ დასაქმება საქართველოში. ამის პარალელურად, ნებისმიერ თანამშრომელს კარიერული განვითარების შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამის მაგალითია ის, რომ თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე, დღეს უკვე ფილიალის მენეჯერები არიან.
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა სტუდენტია, სწავლისა და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია და დასაქმებულ პირებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვას, FitPass-ს, მგზავრობის და Digital Institute-ში სწავლის დაფინანსებას. ჩვენს კომპანიაში ხშირია ვაკანსიები სტუდენტებისთვის, რომლებსაც unijobs-ზე შეხვდებით.
ჩვენთან, ახალმოსულ თანამშრომლებს ვაცნობთ კომპანიის მიზნებს, ღირებულებებს და კორპორატიულ კულტურას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს საკუთარი დანიშნულება და მნიშვნელოვნობა კომპანიაში. ადამიანური რესურსების გუნდი და ეიჩარები მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ ახალ თანამშრომელს, რომ სრულად ადაპტირდეს, ყველა კითხვაზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და დაცულად.
Unijobs.ge მოქნილი და თანამედროვე ციფრული პლატფორმა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სამუშაო გამოცდილების არმქონე ადამიანებს სთავაზობს, სახლიდან გაუსვლელად მოიძიონ სამსახური. ამავე პლატფორმაზეა განთავსებული ვაკანსიები სტუდენტებისთვის. დამსაქმებელებისთვისაც/ეიჩარისთვისაც ძალიან კომფორტულია Unijobs.ge-სთან თანამშრომლობა, რადგან მუდმივად გვთავაზობენ სიახლეებს და კომპანიებს წარადგენენ სტუდენტური დასაქმების ფორუმებზე.