„Entry level დასაქმების პლატფორმა – Unijobs დავახასიათებდი, როგორც აქტიურ, ინოვაციურ და ძალიან მოტივიებულ GEN_Z-ს. დღეს ახალგაზრდა თაობებთან ხმის მიწვდენა ვაკანტურ პოზიციებზე საკმაოდ გართულდა, რადგან ამ ადამიანებს აქვთ მრავალმხრივი ნიჭები, უსაზღვრო თავისუფლება და მეტი შესაძლებლობები, ვიდრე აქამდე.
Unijobs-მა გარკვეულწილად დაარღვია კომუნიკაციის ბარიერები ახალ თაობებსა და დამსაქმებელებს შორის, იპოვა ნიშა, რომლის საშუალებით ეფექტურად აწვდის მათ ინფორმაციას. ეს ყველაფერ კი აადვილებს ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის, ხდის უფრო მარტივს და ჰარმონიულს. ჩვენი კომპანია – AACC, აუთოსრსული – საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც BPO სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ბიზნეს კომპანიებს და დღეის მდგომარეობით 135 კლიენტ კომპანიას ემსახურება HRM, იურიდიული, ფინანსები, ბუღალტერია, IT და ERP დეველოპმენტის მიმართულებებით. Unijobs ის მომსახურებას AACC აქტიურად ვიყენებთ სათაო და პარტნიორი კომპანიების მასშტაბით და მომავალშიც გრძელვადიანად განვაგრძობთ თანამშრომლობას. მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის Unijobs-ის გუნდს!“
მირანდა გაბუნია
HR ბიზნეს პარტნიორი | HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
აუთსორსული-საკონსულტაციო კომპანია – AACC