zoommer • ზუმერი
პრემიუმკომპანიის შესახებ
ზუმერი 14 წელია ოპერირებს ციფრული ტექნიკის ბაზარზე, ამ წლების განმალობაში კომპანიამ წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი საცალო გაყიდვებში და სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. ზუმერი მომხმარებელს მსოფლიო ბრენდების პროდუქციას საუკეთესო ფასად სთავაზობს საქართველოში.
კომპანიამ ციფრული ტექნიკის ბაზარზე 2009 წლის ოქტომბერში ერთი მაღაზიით შემოვიდა, დღესდღეობით კი 18 ფილიალს და 200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით.
ზუმერი სმარტფონების, ციფრული ფოტოაპარატების, ლეპტოპებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ კომპანია 100% ქართული ინვესტიციაა და 14 წლის წინ, ახალგაზრდა ანტერპრენერების სტარტაპი იყო, რომელიც წლების მანძილზე მსხვილ საცალო ქსელად ჩამოყალიბდა.