Vian • ვიან

322 60 06 00 322 60 06*** ჩვენება
tedzgveradze@vian.health
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

როცა კომპანია განვითარების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, მისიად დავისახეთ ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. მისია თითქოს მარტივად ჟღერდა, თუმცა აღსრულება იოლი არ იყო. ჩვენი კომპანიის ისტორია „ჩემი ოჯახის კლინიკით“  დაიწყო – ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილი სამედიცინო სერვისებით მივიწევდით წინ. მოსახლეობის მრავალფეროვანი საჭიროების მუდმივი მოსმენით, ეტაპობრივად ვქმნიდით მრავალფეროვან სამედიცინო შესაძლებლობებს. ვიზრდებოდით, რომ საქართველოს ექვსივე რეგიონში თანაბრად ხელმისაწვდომი ვყოფილიყავით ყველასთვის. ვანახლებდით და ვაუმჯობესებდით სამედიცინო ცენტრებს ქვეყანაში. ბევრი ჩვენგანი ფიზიკურ კავშირს ვგრძნობთ შენობებთან –  ყოველ აგურს ამბავი აქვს მოსაყოლი. დღეს ჩვენ 7000 თანამშრომლისგან შემდგარი დიდი ოჯახი ვართ, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხის ყოველდღიურად გაუმჯობესების 7000 შესაძლებლობას ნიშნავს. ქვეყნის მასშტაბით ბევრნი ვართ, რაც გვაძლევს საშუალებას, ეფექტური და თანამედროვე მიდგომების დანერგვით გავაძლიეროთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევა მოსახლეობაში.