REDBERRY

hr@redberry.ge
1 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

სამკაულის შერჩევა მთელი თავგადასავალია. ეს პროცესია, აღმოაჩინო შენი პიროვნება სხვა ნივთში, დაინახო შენი სტილი, გამოხატო ხასიათი და სრულყო მთლიანი ვიზუალი. ამ ღირებულებებით შეიქმნა საიუველირო მაღაზიათა ქსელი REDBERRY.

ჩვენ გულისყურით ვისმენთ თითოეული მომხმარებლის სურვილს, შევისწავლით მისი ხასიათის თავისებურებებს და მივუძღვებით თავგადასავლებით სავსე იმ ბილიკზე, რომელსაც მისთვის ყველაზე შესაფერისი სამკაულის შერჩევამდე მივყავართ.

ოქროსა და ვერცხლის გამორჩეული ნაკეთობები, ელეგანტური ფორმები და ორნამენტები საშუალებას გაძლევთ, REDBERRY-ში იპოვოთ სწორედ ის დეტალი, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

სიახლის შეგრძნებას ხომ ყოველთვის ბედნიერება მოაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენაძენი ასეთი შთამბეჭდავია. იბრწყინეთ ბრილიანტითა და სხვა ძვირფასი ქვებით შექმნილი სამკაულით და შეუმჩნეველი არასდროს დარჩებით!

REDBERRY-ს ფილიალებს თბილისის ყველა კუთხეში მოიძიებთ. თბილისი მოლიდან – ისთ ფოინთამდე, გალერია თბილისიდან – სითი მოლი საბურთალომდე ყველა სავაჭრო ცენტრი ჩვენი სამკაულით ბრწყინავს.

იგრძენით თავი განსაკუთრებულად, აირჩიეთ REDBERRY!

საიდენტიფიკაციო ნომერი
405278284