ნიუ ვიჟენ დაზღვევა

322 50 15 01 322 50 15*** ჩვენება
tromelashvili@nvi.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

ნიუ ვიჟენ დაზღვევა არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უნივერსალური, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების სქემის შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებები.

სააქციო საზოგადოება ნიუ ვიჟენ დაზღვევა დაფუძნდა 2020 წლის 20 თებერვალს ააიპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საინვესტიციო კაპიტალიდან. უნივერსიტეტის მისია განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვით ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოებაა. ის ახალისებს ინდივიდს, დახვეწოს და გააზიაროს ცოდნა, უნარები და ღირებულებები საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია 200-მდე მაღალკვალიფიციური კადრით, რომელთაც სადაზღვევო და საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

საიდენტიფიკაციო ნომერი
402160022