MEAMA

+995 32 2 800 808 +995 32 2 800 *** ჩვენება
career@meama.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

მეამა არის კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციას და ამკვიდრებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.

გვჯერა დიდი იდეების და არ ვართ შეზღუდული აქამდე დამკვიდრებული სტანდარტებით. მეამაში გვიყვარს გამოწვევები და მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გადაწყვეტები.

ჩვენ ყველას ყავის განსაკუთრებული სიყვარული გვამოძრავებს და გვინდა ეს გრძნობა არომატულ და სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ. Სწორედ ამიტომაც ვცდილობთ, რომ მეამა იყოს ყველგან და ყოველთვის: სახლში, ქუჩაში, ოფისში, სკვერში, კაფეში, რესტორანში, ზღვაზე, მთაში და იქ, სადაც შეიძლება შენი საყვარელი ყავა მოგინდეს.

სწორედ ამ საერთო ფილოსოფიით ვცვლით დამკვიდრებულ იდეალებს და გარდავქმნით კულტურას, რაც მეამას ყველა პროდუქტში ისახება, იქნება ეს ყავის კაფსულები, ინოვაციური აპარატები თუ მომხმარებელზე მორგებული სერვისები.

საიდენტიფიკაციო ნომერი
406324259