McDonald’s Georgia

322 92 29 45 322 92 29*** ჩვენება
vacancy@mcdonalds.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

კომპანია „მაკდონალდსი”​ ითვლის 38 000-ზე მეტ კვების ობიექტს 119 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 68 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

“მაკდონალდსის”​ ისტორია 1940-იანი წლების ბოლოს იწყება, როდესაც ძმებმა მაკდონალდებმა კალიფორნიაში ახალი ტიპის რესტორანი შექმნეს. გამორჩეული სერვისისა და სამზარეულოს თვალსაზრისით ეს იყო ახალი სიტყვა კვების ინდუსტრიაში, რომელმაც უმოკლეს დროში მომხმარებელთა დიდი სიყვარული მოიპოვა. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა.

“მაკდონალდს საქართველო”​ ახლა უკვე 21 რესტორნითა და 1500-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს, რომლებიც ყოველდღიურად დაახლოებით 12000-მდე სტუმარს ემსახურებიან და ცდილობენ, რომ თითოეულს დარჩეს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები რესტორანში სტუმრობისაგან.

მაკდონალდსის რესტორნებს შეხვდებით როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც: რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.