
Majorel
კომპანიის შესახებ
ჩვენ მეიჯერელ საქართველო ვართ — მსოფლიოს უმსხვილესი, წამყვანი ბრენდების პარტნიორი ბიზნეს პროცესების აუთსორინგში. ჩვენი კომპანიის სახელი კლიენტთა მომსახურების ხარისხიან სერვისსა და მაღალ სტანდარტს უკავშირდება.
მეიჯერელმა (ყოფილი Arvato) საქართველოში ოპერირება 2016 წლის სექტემბერში 1 პროექტითა და 150 თანამშრომლით დაიწყო; ამჟამად კი, 3 ქალაქის 5 ოფისიდან 8 საერთაშორისო პროექტს 3000-მდე თანამშრომელთან ერთად წარმატებით ვმართავთ და მომსახურებას ვუწევთ ისეთი ინდუსტრიების კლიენტებს, როგორებიცაა: მოგზაურობა, ელექტრონული კომერცია, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია. ჩვენი თანამშრომლები კომპანიის მთავარი მონაპოვარია და ვამაყობთ, რომ სტანდარტს ყველა გამოწვევის მიუხედავად მოტივირებულ, ენერგიულ, მეგობრულ გუნდთან ერთად ვინარჩუნებთ.