ელთიბი

322 66 71 61 322 66 71*** ჩვენება
vacancy@ltb.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

კომპანია “ელთიბი” დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს. თავდაპირველად კომპანიაში დასაქმებული იყო 10-მდე თანამშრომელი, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2018 წელს 150 ადამიანს გადააჭარბა. 2008 წლამდე „ელთიბი“ ბაზარზე ცნობილი იყო როგორც ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების და აქსესუარების მოწინავე კომპანია, თუმცა 2008 წელს გახდა Egger-ის (ავსტრიული წარმოშობის ბრენდი) ექსკლუზიური წარმომადგენელი და ასორტიმენტს საკარკასე და საფასადე მასალებიც შემატა. ამავე წელს “ელთიბი”-მ გააფორმა ხელშეკრულება მოძრაობის სისტემების მსოფლიოს ლიდერ კომპანია Julius Blum-თან. ამ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებამ ერთგვარი მიმართულება მისცა კომპანიის განვითარებას და დაანახა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას შესაბამისი მაღალი ხარისხის გვერდითი სერვისების მიწოდება სჭირდებოდა.