
Kontakt Home • კონტაქტ ჰოუმი
კომპანიის შესახებ
მომხმარებელის სურვილებსა და საჭიროებებზე ორიენტირი, ეს არის მთავარი მამოძრავებელი იდეა, რის გარშემოც გავერთიანდით და დაიწყო ჩვენი კომპანიის ისტორია. კონტაქტ ჰოუმი არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი.
კონტაქტ ჰოუმის მისიაა აპოვნინოს მომხმარებლებს თავისი ბედნიერება, ინდივიდუალურ მოთხოვნილებზე მორგებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და საუკეთესო მომსახურებით. ჩვენი სლოგანი – „კონტაქტი გაბედნიერებს“ სწორედ, რომ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია.
ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Panasonic, BQ, Sonorous, Elari, Thomas, Beurer, Bang and Olufsen, Karcher, Dyson, Electrolux, WHAL, Hoffmann და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების გაუმჯობესებაზე და შესაბამისად ყოველთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. „საღამოს ბაზარი“, „დუშაში“, “120%-იანი გარანტია ფასზე”, ეს იმ კამპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მომხმარებლებში.