IDS BORJOMI

32 2 484 484 32 2 484 *** ჩვენება
tbswork@borjomi.com
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.

კომპანიის პორტფელში არსებულ მინერალური წყლის ბრენდებს მოწინავე პოზიციები უჭირავთ არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე, არამედ მაღალკონკურენტუნარიანი და მზარდი მოთხოვნის პროდუქტების საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ, როგორც მწარმოებლები, აქტიურად ვადევნებთ თვალს მინერალური წყლების ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ ვიმოქმედოთ მოთხოვნების შესაბამისად. ვქმნით კომფორტულ ატმოსფეროს, როგორც საკუთარი თანამშრომლებისათვის, ასევე მომხმარებლებისათვის, რაც ახალი იდეების რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების საწინდარი ხდება.

ჩვენი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაა, რომელიც გვინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე.

15 წელია დაუღალავად ვშრომობთ და ვცდილობთ შევქმნათ ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო, პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას და მკაცრად ვიცავთ ეთიკის ნორმებს.