
ICR-FOOD AND BEVERAGE
კომპანიის შესახებ
„აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კომპანია „აი სი არ“-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი „ტაბლა“, იტალიური რესტორანი „პომოდორისიმო“ და მისი ქვე-ბრენდი „პანუოცო“, ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია „ICR ქეითერინგი“ და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე „Food Lab“. კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.