გუნდა • Gunda
კომპანიის შესახებ
ეს ისტორია იმაზე ფიქრით დაიწყო, რომ ხაჭაპური, კერძი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის, ყველა სადღესასწაულო სუფრისა, თუ გამორჩეულად ტკბილი გასტრონომიული მოგონებების ნაწილია, სათანადოდ არ არის შესწავლილი.
ამ ფიქრს მოჰყვა ხაჭაპურის ტრადიციის მულტიდისციპლინური კვლევა, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩავატარეთ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციიდან.ხაჭაპურის კვალდაკვალ მოგზაურობამ, საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ, არაერთ უნიკალურ და მივიწყებულ რეცეპტამდე მიგვიყვანა. კვლევის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხაჭაპურის 47 სახეობა აღირიცხა და მასთან ერთად დაიბადა “გუნდას” – საქართველოში პირველი არტიზანული სახაჭაპურის შექმნის იდეა.