გორგია
კომპანიის შესახებ
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
„გორგია“ რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს:
1. DIY ჰიპერმარკეტების ქსელი: 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის არჩევანის შესაძლებლობა;
2. საკუთარი, ექსკლუზიური ბრენდების წარმოება 18 სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო კატეგორიაში;
3. „ანთა დეველოპმენტი“: სავაჭრო და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა;
4. „გორგია დისტრიბუცია“: 5000-მდე სადისტრიბუციო ლოკაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში;
5. კორპორატიული გაყიდვები: 1000-მდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მასშტაბით;
6. შვედური ბრენდის პროდუქცია გორგიაში: ცნობილი ბრენდის იკეას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი;
7. „ლუსონი“: პრემიუმ კლასის პროდუქციის შოურუმი.