Glarros OldTown

322 660 000 322 660 *** ჩვენება
hr@glarros.com
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

სასტუმრო Glarros OldTown-ის  კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი  მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown – ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.

ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი – Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.