Gepha

+995322911900 +995322911*** ჩვენება
vacancy@gepha.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

სს “გეფა” წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას
საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით
საქართველოში.
იგი გამოირჩევა, როგორც ინოვატორი, მაღალი სტანდარტების
დამამკვიდრებელი კომპანია და მუდმივად ზრდის აქტივობების
არეალს.
კომპანია არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების
დისტრიბუციაზე – მას, გარდა მედიკამენტებისა, შემოაქვს
კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი
კომპანიებიდან და აქტიურად ზრუნავს სილამაზის ხაზის
განვითარებაზე.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით – ფარმადეპო და
ჯპს. ბრიტანული ბრენდით The body shop – ნატურალური კოსმეტიკისა
და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია, Allain Afflelou
ფრანგული ლიდერი ოპტიკური მაღაზიათა ქსელი.
ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ხარისხიან პროდუქციასთან ერთად
მიიღოს კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები. ამ მიზნით,
კომპანია ზრუნავს მოიზიდოს კვალიფიციური და კომპეტენტური
კადრები, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და თანამშრომლებს
კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყვეტ რეჟიმში.

სს “გეფა” ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში,
რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებზე
მაქსიმალურად მორგებულ სამუშაო პირობებს სთავაზობს.
კომპანიაში არსებული თანამშრომლების განვითარების პროგრამა,
ნიჭიერი კადრების მოზიდვა, მათი ადაპტაცია, სწავლება და
განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო
პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა
ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია
ვუწოდოთ – მეტი ვიდრე სამსახური.

საიდენტიფიკაციო ნომერი
201991229