ევროკრედიტი

322 90 40 00 322 90 40*** ჩვენება
hr@eurocredit.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

ევროკრედიტი არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც Zuk Group-ს მიეკუთვნება და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. Zuk Group ფლობს ბიზნესებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო და მრავალი სხვა.

ევროკრედიტი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ავტოსესხი წარმოადგინა. დღეს ევროკრედიტს აქვს 11 ფილიალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორსა და ზუგდიდში.

ჩვენი გუნდი შედგება 200-ზე მეტი პროფესიონალისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. ევროკრედიტში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.