Citycom

322 23 24 25 322 23 24*** ჩვენება
career@citycom.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

კომპანია სითიქომი 2017 წლიდან, თბილისში არსებულ ამხანაგობებს სთავაზობს ლიფტის საბარათე სისტემას, რომელიც მათ დამოუკიდებელი, ძლიერი თვითმართველობების შექმნაში ეხმარება. სითიქომის აპარატის დამონტაჟების შემდეგ ლიფტით მგზავრობა ხურდა ფულის რკინის ყუთში ჩაგდების ნაცვლად, სპეციალურ წამკითხველზე ბარათის მიდებით არის შესაძლებელი. ლიფტით მგზავრობის ტარიფს ადგენს მოსახლეობა მათი ხარჯების გათვალისწინებით. წამკითხველზე ბარათის მიდების შედეგად ხდება თანხის ჩამოჭრა ანგარიშიდან, რომელიც კორპუსის ელექტრონულ საფულეში ირიცხება. ამხანაგობის მიერ დაგროვილი თანხის რაოდენობისა და ხარჯვის მიმართულების კონტროლი ვებ-გვერდზე, სითიქომის ყველა მომხმარებელს შეუძლია.

ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით 150 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა სამეზობლოს გავუმარტივოთ შიდა კომუნიკაცია, მივცეთ მათ შესაძლებლობა მარტივად მიიღონ როგორც ამხანაგობისთვის, ისე პირადი მოხმარებისთვის საჭირო სერვისები და პროდუქტები.