Basisbank – ბაზისბანკი

hr@basisbank.ge
0 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

სტაბილურობა და განვითარება – ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლითაც შეგვიძლია 30 წლიანი ისტორიის შეჯამება და ბაზისბანკის, როგორც ბრენდის დახასიათება. სიმარტივე და მოქნილობა კი ღირებულებებია, რომელზეც მთელი ჩვენი საბანკო კონცეფცია და სამომავლო მიზნები დგას.

 

რაციონალური მენეჯმენტით, მრავალწლიანი გამოცდილებით, ჰუალინგ ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერითა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით, შეგვექმნა სანდო, ფინანსურად გამჭირვალე და მომხმარებლების მოთხოვნებზე ორიენტირებული უნივერსალური ინსტიტუტი. დაარსებიდან დღემდე, კომპანიის განვითარების სტრატეგია არის გონივრული და თანმიმდევრული.

 

3 მილიარდ ლარზე მეტი აქტივებით, ბაზისბანკი დღეს უმსხვილესი ქართული ბანკების ოთხეულშია, არაერთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობს და მომხმარებლებს ქვეყნის ყველა მოწინავე რეგიონში ემსახურება. ჰოლდინგი აერთიანებს სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიებს –

ბბ დაზღვევასა და ბბ ლიზინგს. ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.

 

ბაზისბანკის კონკურენტული უპირატესობა, ყოველთვის იყო ინდივიდუალური მიდგომა და თითოეული მომხმარებელის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, რასაც თავის მხრივ კომპანიის მასშტაბიც უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში სტაბილური ზრდისა და გაფართოების მიუხედავად, ჩვენი ძირითადი პრინციპი არ შეცვლილა –  ვქმნით მომსახურებას, რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს, ნებისმიერ დროსა და მოცემულობაში. ჩვენ ერთად ვიზრდებით, ვმეგობრობთ და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

 

თანამედროვე გამოწვევებისა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, მომსახურების მომავალს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, გავხდეთ ფინანსური მარკეტი, რომელიც მომხმარებლებს ხარისხიანი სერვისების სრულ სპექტრს, ერთ სივრცეში, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შესთავაზებს.

საიდენტიფიკაციო ნომერი
203841833