არდი

322 10 10 10 322 10 10*** ჩვენება
HR@ardi.ge
2 - ვაკანსია

კომპანიის შესახებ

სადაზღვევო კომპანია „არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

„არდი“ ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი – ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

დღეისათვის უკვე ვემსახურებით 60,000-მდე ფიზიკურ პირს და 2,000-მდე მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

არდი – როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე