სალომე ქუხილავა

სამოტივაციო წერილი

მაქვს ჩინურ რესტორანში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე, შესაბამისად, მაქვს გამოცდილება კლიენტთა მომსახურებისა და სერვისის სფეროში. ბევრჯერ შემითავსებია არა მარტო მიმტანის, არამედ ვაიზერის პოზიციაც, როდესაც რესტორანი საჭიროებდა ამას, აქედან გამომდინარე, ისევ რესტორნის საჭიროების გამო, operation-ის მართვის სიტუაცია და შესაძლებლობა ხშირად მქონია. მაქვს პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა და ორიენტირებული ვარ მაქსიმალურად კარგი შედეგის დადებაზე. ამავდროულად, შემიძლია პრიორიტეტების დასმა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მომსახურებასა და სერვისს ეხება საქმე. ხოო, რაც შეეხება კლიენტებთან ურთიერთობას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, ეს ნამდვილად ჩემი საყვარელი საქმეა.. ))  მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და მათი გაღიმებული და კმაყოფილი სახეების დანახვა. ენებს რაც შეეხება, თავისუფლად ვფლობ რუსულსა და ინგლისურს საკომუნიკაციო დონეზე და იქიდან გამომდინარე, ასევე რომ ვმუშაობდი უცხოურ რესტორანში, მიწევდა ხშირი კომუნიკაცია სტუმრებთან, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე.

ამ ეტაპზე  მსურს, მივიღო ახალი გამოწვევები,  გამოცდილებები და  რა თქმა უნდა, გავიცნო  ახალი ადამიანები და გარემო, გამოვავლინო საკუთარი მაქსიმუმი საქმისადმი, რომელსაც ვაკეთებ.

მადლობა.

განათლება

საერთაშორისო ურთიერთობები, ბაკალავრი (მიმდინარე) დაუსრულებელი, მიმდინარე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება

გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე, დაახლ. 1 წელი 13.11.22 - 08.11.23
Hualing, Hotels&Preference Tbilisi