ლაშა თხილავა

სამოტივაციო წერილი

25+ წელზე მეტი გამოცდილება სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში, აღმასრულებელი დირექტორისა და პროექტის მენეჯერის პოზიციებზე, სტრატეგიული დაგეგმვის, ოპერაციული მართვისა და გუნდური კოორდინაციის პასუხისმგებლობით.

სრული სამუშაო ციკლის მართვის გამოცდილება სამშენებლო და დეველოპერულ პროექტებში, შედეგზე ორიენტირებული მიდგომით და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის პრაქტიკით.

განათლება

საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება,პროექტების შეფასება, დაგეგმვა, მართვა 1995–1998
ბრედფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

პროექტების შეფასებასა, დაგეგმვასა და მართვაში, განსაკუთრებული აქცენტით სტრატეგიული ბიზნესის განვითარების და ოპერაციული ლიდერობის უნარებზე სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში

წარმოების მართვა და ეკონომიკა 1992–1995
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

წარმოების პროცესების მართვასა და ეკონომიკურ ანალიზში, მოიცავს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის, ფინანსური დაგეგმვისა და მართვის საფუძვლებს, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს სამშენებლო და დეველოპერულ პროექტებში.

სამუშაო გამოცდილება

აღმასრულებელი დირექტორი 2023 - 2025
შპს “Portal Invest Group” – სამრეწველო-ინდუსტრიული მშენებლობა

ახორციელებდა სამრეწველო და მოდულური ტიპის პროექტების სრულ მენეჯმენტს. პასუხისმგებელი იყო ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე, ოპერაციულ მართვაზე, პროექტის გეგმარებაზე, საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციის უზრუნველყოფასა და სამშენებლო ნებართვების მიღებაზე.  კოორდინაციას უწევდა სამშენებლო პროცესის ყველა ეტაპს – დაწყებიდან ობიექტების ექსპლუატაციაში აყვანამდე.

პროექტის მენეჯერი 2021 - 2023
„Archi Development“ – შვილობილი კომპანია „Varketili Development“

ახორციელებდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სრულ მენეჯმენტს (6 ბლოკი, 12 სართულიანი საცხოვრებელი ბლოკები, კომერციული და საოფისე ფართები, ცენტრალური კომუნიკაციების ქსელები, საგზაო ინფრასტრუქტურა).  უზრუნველყოფდა საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებასა და მიღებას, სატენდერო პროცესის ორგანიზებას ქვეკონტრაქტორების შერჩევისთვის.  მართავდა სამშენებლო პროცესის სრულ ციკლს, საპროექტო-სანებართვო კოორდინაციას, ბიუჯეტირებას, ექსპლუატაციაში ჩაბარებასა და შესახლების პროცესის კოორდინაციას.

აღმასრულებელი დირექტორი 2020 - 2021
KTW Group – KTW Real Estate Development

 ხელმძღვანელობდა სამი პრემიუმ-კლასის პროექტის განხორციელებას, მათ შორის 35 ჰა საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს („Kindzmarauli Wine Village – Kvareli“).  პასუხისმგებელი იყო ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე, ოპერაციულ მართვაზე, პროექტის გეგმარებასა და საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციის უზრუნველყოფაზე.  ახორციელებდა ბიუჯეტირებასა და ფინანსური ნაკადების კონტროლს, ტენდერების ორგანიზებას, სამშენებლო ნებართვების მიღებას და სამშენებლო პროცესის მართვას – დაწყებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.

თანადამფუძნებელი, გენერალური დირექტორი 2018 - 2020
შპს “Georgian Infrastructure”

 ხელმძღვანელობდა ქ. ფოთის საკანალიზაციო ქსელის მოწყობისა და სატუმბი სადგურების მშენებლობის სრულ პროცესს.

წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი 2012 - 2018
ღია ტიპის სს “Kievmetrobud” – საქართველოს წარმომადგენლობა

 მონაწილეობდა სახელმწიფო და საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ ტენდერებში. ხელმძღვანელობდა სამი ძირითადი პროექტს: 1.საბურთალოს რაიონის 12 ქუჩის ინფრასტრუქტურისა და საგზაო საფარის რეაბილიტაცია; 2. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიის საინჟინრო ქსელების, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები; 3. შსს პოლიციის აკადემიის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების რეაბილიტაცია. - ახორციელებდა პროექტების სრულ ციკლს: დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ტენდერებში მონაწილეობა, მშენებლობის კონტროლი და ჩაბარება.

თანადამფუძნებელი, გენერალური დირექტორი 2006 - 2010
შ.პ.ს. “Termo” – სამშენებლო კომპანია

 ახორციელებდა ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებას, ოპერაციულ მართვასა და პროექტების დაგეგმვას. უზრუნველყოფდა საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებას, ბიუჯეტირებას, ფინანსური ნაკადების დაგეგმვასა და კონტროლს. - კურირებდა ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაბარებას

თანადამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს წევრი, აღმასრულებელი დირექტორი 2004 - 2010
ს.ს. “Eurasian Investment Agency” – უძრავი ქონების დეველოპმენტის მართვა და საინვესტიციო კომპანია

 ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო პროექტების მართვის სრულ ციკლს. ახორციელებდა საინვესტიციო პროდუქტების განვითარებას, კაპიტალის მოძიებასდა ინვესტირებას.

თანადამფუძნებელი , გენერალური დირექტორი 2003 - 2004
შპს “Eurasia Logistics” – სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვები

ახორციელებდა სარკინიგზო-საზღვაო გადაზიდვების სრულ ციკლს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას სხვადასხვა მიმართულებით, ბათუმისა და ფოთის პორტების გავლით.

ფინანსური დირექტორი 2002 - 2003
შპს “Archstudio” – დეველოპმენტი, მშენებლობა, პროექტირება

პასუხისმგებელი იყო ფინანსურ ოპერაციებზე, ბიუჯეტირებასა და ანგარიშგებაზე.

მთავარი ბუღალტერი 2001 - 2002
“Alliance Caucasus” – ტ.ბ.ს. ჯგუფი, “Heineken”-ის და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია კავკასიის რეგიონში

 მართავდა საბუღალტრო პროცესებს, ფინანსურ ანგარიშგებას და ლოკალური რეგულაციების შესაბამისად ანგარიშგების წარმოებას.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1998 - 2001
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო – მეწარმეობის განვითარების და თავისუფალი ეკონომიკური ზონების დეპარტამენტი

ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის ოპერაციებსა და პროგრამებს მეწარმეობის განვითარებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების მხარდაჭერის მიმართულებით. - კოორდინაციას უწევდა ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის განვითარების ღონისძიებებს.  უზრუნველყოფდა დოკუმენტაციას, ანგარიშგებასა და დეპარტამენტებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.

პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე 1998 - 2001
საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამა – TASIC (Deloitte Touche Tohmatsu და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი)

 მონაწილეობდა ქსნის მინის ტარის ქარხნის რესტრუქტურიზაციის პროექტში.  ახორციელებდა პროექტის სრულ ციკლს, დაწყებიდან შედეგების მიღებამდე, უზრუნველყოფდა დაგეგმვას, კოორდინაციას და ანგარიშგებას.