ნანი კაპანაძე

სამოტივაციო წერილი

გამარჯობა, ჩემი სახელია ნანი კაპანაძე, 18 წლის, ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე, ეს პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ ჯერ ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, რა უნდა იყოს ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია, პროგრამა რომელიც მე ავირჩიე, მოიაზრებს ისეთ ჰუმანიტარულ მიმართულებებს როგორებიცაა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკა ისტორია ლიტერატურა და ხელოვნება.
ჩემი ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროს მოიაზრებს, მაგალითად ძალიან მიყვარს კულინარია, ფოტოგრაფია, მომწონს და გამომდის ფოტოების და ვიდეოების უმაღლესი ხარისხით დამონტაჟება, ასევე ვქმნი ლოგოებს ჩემს მიერ მოფიქრებული კრეატიული სლოგანებით. გარდა ამისა მიყვარს წერა და მაქვს ჩემი პატარა შემოქმედებები, რომელიც 2022 წელს ჟურნალ „აფინაჟში“ დაიბეჭდა.
2021 წელს გავიმარჯვე ესეების კონკურსში და ამავე წელს პირველი ადგილი დავიკავე სლოგანების კონკურსში.
2018 დან 2022 წლამდე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ ეს იყო ადგილი სადაც წლების განმავლობაში გავდიოდი ტრენინგ კურსებს სოციალური ყოფითი პრობლემების და კიდევ უამრავი საინტერესო საკითხის შესახებ ეს კურსები კი დამეხმარა თავდაჯერებულობის მოპოვებასა და კრიტიკულ აზროვნებაში.
ჩემი პატარ-პატარა გამოცდილებებით ბევრი რამ ვისწავლე და საბოლოოდ ვფიქრობ შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიან, პუნქტუალურ და უკომფლიქტო ადამიანად ჩამოვყალიბდი. მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ადაპტაციის უნარი, რაც ნებისმიერ სამსახურის პრინციპების დაცვასა და შესწავლაში დამეხმარება. ჩემთვის უმთავრესი პროპრიტეტი ნებისმიერ საქმეში, მეგობრული და კომფორტული გარემოა.

განათლება

თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტი 2022
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება

პრომო 2019 - 2019
Elit Electronics
ინგლისურის მასწავლებელი 2022 - 2023
კერძო
გაყიდვების მენეჯერი 2022 - 2022
AVON
კონტენტ კრეატორი 2022 - 2022
AVON
გაყიდვების მენეჯერი 2023 - 2023
ოდისეა
მიმტანი 2023 - 2023
ბაკურიანი ინნ