სამოტივაციო წერილი

ვარ კომუნიკაციების სფეროს პროფესიონალი, ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მაგისტრი. პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც მედიასთან ურთიერთობასა და კონტენტის შექმნას, ისე რეკრუტინგსა და ციფრულ კომუნიკაციებს.

ვფლობ ინფორმაციის ანალიზის, სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და ტალანტების შერჩევა-მოზიდვის უნარებს. დაინტერესებული ვარ სტრატეგიული PR-ის, სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგისა და HR კომუნიკაციების მიმართულებებით.

ჩემი მიზანია, მიღებული ცოდნა და მრავალმხრივი გამოცდილება ეფექტურად გამოვიყენო თანამედროვე, დინამიკურ გარემოში და წვლილი შევიტანო კომპანიის განვითარებაში.