ეპოქაში, სადაც ციფრულ მედიას უსაზღვრო შესაძლებლობებიი აქვს, კონტენტ კრეატორები – Content creators, აყალიბებენ, პოპულარიზაციას უწევენ და ჩვენც გვიზიარებენ თანამედროვე ტენდენციებს. დროთა განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმებმა, როგორიცაა Youtube, Instagram, TikTok და ა.შ. ინფორმაციის გავრცელების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლეს და დღეს უკვე მათი მეშვეობით უამრავი პროფესიონალი გვიზიარებს ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ.
გარდა პროფესიული ინფორმაციის გაზიარებისა, აღნიშნული პლატფორმები მის მომხმარებლებს დაეხმარა უფრო მეტად ინოვაციურები გამხდარიყვნენ და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების შესახებ უფრო ფართო აუდიტორიასთან დაეწყოთ საუბარი.
ამ ბლოგში უფრო კარგად გაგაცნობთ კონტენტ კრეატორის პროფესიას და ჩვენი რესპოდენტი ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო ჯანო საგინაძე (@janojino.gossip) იქნება.
- შეგიძლია მოგვიყვე შენზე და შენი გამოცდილებების შესახებ?
მე ვარ ჯანო 26 წლის, ვსწავლობდი ბაკალავრს Tomas Bata University-ში და შემდეგ University of Lodz – Multimedia Communication – ის ფაკულტეტზე. ამ ეტაპზე ვარ კონტენტ კრეატორი და პარალელურად ვმუშაობ ექაუნთ მენეჯერად საერთაშორისო კომპანიაში ვოლტი.
- როგორ დაიწყე შენი კარიერა ამ მიმართულებით?
უბრალოდ ერთ დღეს საკუთარ თავს ვკითხე , რისი კეთება მიყვარდა ყველაზე მეტად და რა საქმეში ვიყავი ყველაზე კომპეტენტური , როგორც ხედავთ აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტად ჰოლივუდი მიყვარს და მათ გარშემო მომხდარი ამბები მაინტერესებს.
პირველი ვიდეო ბრიტნისა და ჯასტინის დაშორებას ეხებოდა თუმცა ის ბევრ ადამიანს არ უნახავს , ჩემი პირველი წარმატებული Viral ვიდეო კრისტენისა და რობერტის სკანდალურ ღალატს ეხებოდა.
- ყველაზე მეტად რა გაძლევს იმის ინსპირაციას, რომ იყო კონტენტ კრეატორი?
აუდიტორია და კონტენტის სიყვარული ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსპრაცია.
ვგულისხმობ იმას რომ ის ამბები , რომელსაც მე ვყვები თავადაც ძალიან მაინტერესებს, რა თქმა უნდა მაქვს ეტაპი, როცა ვფიქრობ ამას რატომ ვაკეთებ, ვის აინტერესებს და ა.შ. თუმცა, შემდეგ მახსენდება ჩემი გამომწერები, რომლებიც ხშირად ქუჩაში, ბარში, კონფერენციაზე მხვდება და ის დადებითი ემოციები და ინტერესი ჩემი კონტენტის მიმართ ამ ნეგატიურ ფიქრებს ანეიტრალებს.
- რა გამოწვევები შეგხვდა და როგორ გაუმკლავდი მათ?
ყველაზე დიდი გამოწვევა გადამოწმებული ინფორმაციაა, რაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონტენტის დიდი ნაწილი ჭორებს ეთმობა უნდა გადაამოწმო შეესაბამება თუ არა ეს ჭორი სიმართლეს, ასევე გამოწვევაა ტექნიკა და რა თქმა უნდა აუდიტორია, რომელთან ერთადაც უნდა გაიზარდო.
ჭორების გადასამოწმებლად ჩემი წყაროები მაქვს, რაც მეხმარება რომ ეს სირთულე დავძლიო, ტექნიკას რაც შეეხება შევიძინე ახალი მობილური, განათება, მიკროფონი და მონტაჟის მარტივი ტექნიკა თანდათან დავხვეწე.
ყველაზე მნიშველოვანი მაინც ის არის, რომ აუდიტორია გაზარდო, რაც ნიშნავს უწყვეტ რეჟიმში პოსტების განთავსებას და ბევრი ინფორმაციის მოძიებას. დიდი პასუხისმგებლობაც არის მაგალითად, სამსახურში ვიყავი როცა ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს სასამართლო დავა მოუგო, რა დროსაც მომიწია ფორსმაჟორში ვიდეოს ჩაწერა, მსგავსი იყო ჰეილისა და სელენას დრამაც (ბევრი შეტყობინება შემომდის მაგ დროს მწერენ სად ვარ და რატომ არ ვწერ ვიდეოს).
- შეგიძლია გაგვიზიარო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, შენი კარიერის დასაწყოსსში, როგორც კონტენტ კრეატორის.
ალბათ მაშინ, როცა TikToK – დან მთავარი არხის დილის გადაცემაში თანაწამყვანად აღმოვჩნდი უცებ ჩემი მინი სცენა უზარმაზარ სტუდიად გადაიქცა, ბევრი პროდიუსერით და პირდაპირი ეთერით, სულ მეცინება იმ ფაქტზე, რომ ევროპული განათლებისა და წითელი დიპლომის მიუხედავად ტელევიზიაში მუშაობა TikToK – მა დამაწყებინა.
- როგორ ინარჩუნებ შენი აუდიტორიის ინტერესს და ჩართულობას?
ახლა უკვე დინებას მიყვები და ზუსტად ვიცი რა თემა აინტერესებთ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გამომწერები მკარნახობენ რა ვიდეო უნდა განვათავსო ასეთი იყო მატეო სინეტის შემთხვევაში და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ, მატეომ ვიდეოზე კომენტარი დატოვა.
ასე რომ აუდიტორიას უნდა უსმინო ეს გასაღებია, თუმცა ხანდახან ისეთ ვიდეოს ვთავაზობ რომელიც არც კი იცოდნენ რომ აინტერესებთ ამიტომ მგონი მთავარი ბალანსია პირად ინტერესებსა და აუდიტორიის ინტერესებს შორის.
- შეგიძლია გაგვიზიარო რჩევები ან თიფები, როგორ გავზარდოთ ჩვენი ფოლოვერების რაოდენობა სოციალურ მედიაში?
მნიშვნელოვანია სიხშირე, რადგან უფრო დიდ აუდიტორიას მიწვდე, ასევე ყოველთვის უნდა უთხრა რომ გამოგიწერონ, მნიშველოვანია რომ ეს ახსოვდეთ. მთავარი გასაღები ისაა, რომ შენ არსებულ გამომწერებს მიაწოდო ის რაც მათ სურთ და რის გამოც მოგყვებიან, თუმცა პარალელურად დაამატო ახალი დეტალები რაც სხვა პოტენციურ გამომწერს მოეწონება.
- რა ხელსაწყოებს ან ინსტრუმენტებს იყენებ კონტენტის შექმნის დროს?
მობილური, განათება, მიკროფონი და ჩემი მწვანე ფონი, რაც მგონი ყველაზე მნიშველოვანია. ასევე ექსკლუზიური კადრები, ფოტოები ან სქრინები რითიც ვადასტურებ იმას რასაც ვყვები.
- როგორ ეძებ ინფორმაციას უახლესი ტრენდების და ტექნიკების შესახებ?
ამ ინფორმაციას სქროლვის დროსაც მარტივად აღმოაჩენ, აუცილებლად ვუყურებ სხვა კონტენტ კრეატორებს და რა თქმა უნდა TikToK features.
- ერთი რჩევის მიცემა, რომ შეგეძლოს, რას ურჩევდი მათ, ვისაც კონტენტ კრეატორობა სურთ?
შენ კონტენტად აქციე ის რაც ყველაზე მეტად გიყვარს ან გაინტერესებს.
- ვინ არიან შენი საყავრელი/ფავორიტი კონტენტ კრეატორები?
ემა ჩემბერლენი – https://www.youtube.com/c/emmachamberlain
ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!