- რამდენი წელია აღნიშნულ კომპანიაში მუშაობთ და რა პოზიციებზე?
თათია – კომპანია “გრინვეიში” მესამე წელია რაც ვმუშაობ, თავდაპირველად HR სპეციალისტის პოზიციაზე დავიწყე, ამჟამად კი HR ადმინისტრატორი ვარ.
ია – “გრინვეი საქართველოს” შემოვუერთდი 2023 წლის ზაფხულში ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
- გაიხსენეთ პირველი სამსახური და რა გასწავლათ პირველმა სამსახურმა?
თათია – ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯები სწორედ გრინვეიში გადავდგი. კომპანიასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დავიწყე. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ „გრინვეი საქართველო“ უდიდეს როლს ასრულებს ტექინსპექტირების ინდუსტრიაში, კომპანია 30-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით და დაარსების დღიდან იგი 1 500 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. თითოეული ადამიანისთვის პირველ სამსახურს ძალიან დიდი გავლენა აქვს, გრინვეისთან თანამშრომლობამ პირველ რიგში მომცა უდიდესი ცოდნა ადამიანური რესურსების შესახებ თეორიული და პრაქტიკული კუთხით. გარდა ამისა, დავინახე თუ როგორ შეიძლება სწორი მიდგომებით და ღირებულებებით ერთ გუნდად შეკრული, ორგანიზაციული კულტურის შექმნა. როგორც ამავე კომპანიის თანამშრომელი ვიტყვი, რომ კომპანია მაძლევს საშუალებას განვავითარო პროფესიული და პიროვნული უნარები.
ია- ჩემი კარიერა დაიწყო ფინანსურ სექტორში და პირველმა სამსახურმა მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობები, პრობლემური საკითხების მყისიერი გადაჭრა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპ.კულტურის შესახებ, რა ბენეფიტებს სთავაზობთ თანამშროლებს?
გრინვეის წარმატებული ოპერირება, ბაზარზე მისი ლიდერობა, თანამშრომლების კმაყოფილება მაჩვენებელია იმის, რომ მას როგორც ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი სტრუქტურა, მიზნები და სწორი ღირებულებები, რაც კორპორატიული კულტურის შინაარს მოიცავს.
- მოგვიყევით რა ეტაპებს გადის ახალი, გამოუცდელი თანამშრომელი , როდესაც თქვენს კომპანიაში იწყებს მუშაობას და ასევე რა მოლოდინი გაქვთ თავად, როგორ ადამიანს ეძებს თქვენი კომპანია?
თითოეული ახალი თანამშრომლის ონბორდინგის პროცესი, HR განყოფილებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით მენტორინგის პროგრამა, რომელშიც მაქსიმალურად ჩართულები არიან მიმართულების ხელმძღვანელები და შუა რგოლის მენეჯერები. ახალ თანამშრომელს მოსვლის დღიდან უტარდება სხვადასხვა სახის საჭირო ტრენინგები. ამ პროცესში ერთვება HR განყოფილება და ერთიანი ძალებით ვცდილობთ ახალმა თანამშრომელმა თავისუფლად შეძლოს საკუთარი უნარების წარმოჩენა გუნდში.
ყოველ ჯერზე როდესაც „გრინვეისთვის“ გუნდის ახალ წევრს ვეძებთ, ჩვენთვის მთავარია მისი მოტივაცია, განვითარებისაკენ სწარფვა, შედეგზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
- რატომ ურჩევდი აპლიკანტებს, რომ Unijobs.ge – ზე შემოვიდნენ ვაკანსიების სანახავად?
შემიძლია ვთქვა, რომ HR განყოფილებისთვის Unijobs არის აღმოჩენა და ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ძალა რეკრუტირების ნაწილში. საიტი მაქსიმალურად მოქნილი ინტერფეისით გამოირჩევა, რაც ამარტივებს ყველა ოპერაციას. ამასთანავე ყოველთვის სასიამოვნოა თქვენს გუნდთან კომუნიკაცია, რადგან მუდმივად გვაქვს განცდა რომ მაქსიმალურად დაგვეხმარებით საჭიროების შემთხვევაში.