ბარბარე ხასია – საერთაშორისო რეკრუტერი და HR კონსულტანტი

რეკრუტინგი ჩემთვის მხოლოდ ტალანტების შერჩევა არ არის – ეს არის ადამიანური სურვილებისა და შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირება.

მჯერა, რომ კარიერული განვითარება პირველ რიგში ნიშნავს სივრცეს, სადაც ადამიანი ქმნის ღირებულებას, როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან მიმართებით. ხელფასი და ტიტული შეიძლება შედეგი იყოს, მაგრამ ნამდვილი კარიერული ზრდა იწყება იმ წერტილიდან, სადაც ვხვდებით ჩვენს მიზანს და ინტერესებს.


გაიცანით ბარბარე ხასია – Web3, ტექნოლოგიური და საერთაშორისო რეკრუტინგის სპეციალისტი, რომელიც უკვე წლებია ეხმარება პროფესიონალებს მოიძიონ არა უბრალოდ სამსახური, არამედ საკუთარი ადგილი. კარიერული კონსულტაციიდან დაწყებული ტალანტების გლობალურ პროექტებში ჩართვამდე. მისი მიზანია რეალური, ადამიანური მხარდაჭერა თქვენს პროფესიულ გზაზე.

მე ვარ ბარბარე ხასია, დამოუკიდებელი რეკრუტერი და HR კონსულტანტი, 5+ წლიანი გამოცდილებით ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. სპეციალიზებული ვარ Web3, ბლოკჩეინ-სა და ტექნოლოგიურ სფეროებში, მათ შორის DAO, DeFi და სტარტაპების გუნდების ფორმირებაში.

ჩემი შედეგები:

  • 1000+ კანდიდატს დავეხმარე პროფესიული მიმართულების განსაზღვრაში, მათ შორის დეველოპერებს, ტოპ მენეჯერებსა და მარკეტერებს.
  • 70+ Web3 ტალანტი მოვიზიდე გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მაგალითად, ფინტექ სტარტაპებისა და DeFi პროექტებისთვის.
  • Barbare Khasia Consulting Services-ის დამფუძნებელი, სადაც ვთანამშრომლობ  კომპანიებთან, რომლებიც ეძებენ გამორჩეულ პროფესიონალებს და სამსახურის მაძიებლებთან რომლებსაც სურთ ახალი კარიერული გზა.

    ჩემი სერვისები მოიცავს:

  • 1:1 –ზე ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები:


დაგეხმარებით პროფესიული მიმართულების განსაზღვრაში, მიზნების ჩამოყალიბებასა და სწორი სტრატეგიის დაგეგმვაში.

  • სახელფასო მოლაპარაკებისთვის მომზადება:
    გაგიზიარებთ ტექნიკებს,თუ როგორ ისაუბროთ თავდაჯერებულად და მიიღოთ თქვენი ღირებულების შესაბამისი ანაზღაურება.
  • რეზიუმეს და LinkedIn-ის ოპტიმიზაცია:
    დაგეხმარებით თქვენი გამოცდილების და უნარების სწორად წარმოჩენაში რომ გამოირჩეოდეთ სხვა კანდიდატებისგან.
  • სიმულაციური გასაუბრებები (Mock Interviews):
    გავარჯიშებთ გასაუბრების რეალურ სცენარებზე, რომ თავდაჯერებულად წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
  • პერსონალიზებული აუთრიჩი კომპანიების რეკრუტერებთან:
    ვუკავშირდები თქვენთვის სასურველ კომპანიებს, გაწვდით ინფორმაციას, გიწევთ რეკომენდაციას მათთან და გეხმარებით კომუნიკაციაში.
  • უნიკალური Talent Pool:
    ვთანამშრომლობ კომპანიებთან, რომლებიც ეძებენ უნიკალურ ტალანტებს და ასევე სამსახურის მაძიებლებთან, რომლებსაც სურთ ახალი შესაძლებლობები.

ჩემთვის რეკრუტინგი არის კარიერული მოგზაურობის ნაწილი, სადაც სწორად დასმულ კითხვებს, ზუსტ კომუნიკაციას და გულწრფელ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მე მჯერა, რომ საუკეთესო შედეგები იქმნება მაშინ, როცა ვეხმარებით ადამიანებს აღმოჩინონ ვინ არიან, რისი მიღწევა სურთ და სად არის ის ადგილი, სადაც რეალურად განვითარდებიან.

შეგიძლიათ დამიკავშიდრეთ:

ელ-ფოსტაზე: barbarekhasia@gmail.com

LinkedIn:   https://www.linkedin.com/in/barbare-khasia/