განცხადების აღწერა
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ”-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 23 ფილიალითა და სერვის ცენტრით, საქართველოს 11 ქალაქში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“ აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, შერჩეული კანდიდატები შეძლებენ დაეუფლონ ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პროფესიას და მიიღონ დასაქმების შანსი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- მარკეტინგული აქტივობებში მონაწილეობის მიღება; მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიუკური აზროვნება;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- სტაჟირების პერიოდი: მაქ. 2 თვე.
- ანაზღაურებადი სტაჟირება.
- წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიკრო ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.