სტაჟირება – ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი

განცხადების ვადა: 20/12/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” აცხადებს ვაკანსიას  ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; 
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.