ფინანსური ანალიტიკოსი

განცხადების ვადა: 04/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ”-ი / Swiss Capital აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშების (IFRS და სებ-ის რეგულაციების შესაბამისად) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური ანგარიშების ანალიზი ფინანსური კოეფიციენტებისა და სხვა მაჩვენებლების გამოყვანის გზით;
  • კომპანიის ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის ფორმის შედგენა, სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშომრლობა ამ დეპარტამენტების ბიუჯეტის შედგენა/დაგეგმვაში; ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი და განახლება; გადახრების ანალიზი;
  • კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მუდმივი შესწავლა და ანალიზი;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო ალტერნატივების შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • სასესხო პორტფელის ანალიზი. რეზერვების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის სპეციალური სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში – ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსებში;
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.