განცხადების აღწერა
სასტუმრო სტამბა / Stamba Hotel აცხადებს ვაკანსიას ვერტიკალურ მეურნეობაში მეჩითილის (მემცენარის) პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მცენარეთა მოვლის/შემოწმების უზრუნველყოფა;
- მოსავლის აღება- დაფასოება – განაწილება;
- მოსავლის დათესვა ცხრილის მიხედვით;
- პესტ-მენეჯმენტის კონტროლი;
- მცენარეებისთვის სასუქების და მჟავის მიწოდების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
- მცენარეთა ზრდის შეუფერხებელი პროცესის: მცენარეთა აყვავება, მორწყვა, ნუტრიენტების გამოყენება და ა.შ. მონიტორინგის გაწევა;
- სათბურში ინვენტარის მოწესრიგება;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში;
- მცენარეთა სტრუქტურისა და ფიზიოლოგიის ფლობა;
- მცენარეთა დარგვის, მოვლის, ნიადაგის განოყიერების, გაფხვიერების, მორწყვის ახალი ტენდენციების მოძიება;
- კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მოთამაშე;
- პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
- დაკვირვებულობა;
- დაჩითილების პროცესების წარმოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.