მაღაზიის მენეჯერი – თბილისი

განცხადების ვადა: 03/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“SPAR Georgia” / სპარი – “SPAR International”-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების  და სხვა  ტიპის არსებული  დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

მსგავსი განცხადებები