განცხადების აღწერა
სკა არის პირველი ჯუს ბარის კონცეფცია საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.
სკა / SKA აცხადებს ვაკანსიას ჯუსერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 07:30-დან 15:30-მდე; 15:00-დან 23:00-მდე; კვირაში 3 ან 5 დღე
ფუნქცია–მოვალეობები:
- სალაროსთან შეკვეთების მიღება და მომხარებელთან კომუნიკაცია;
- პროდუქტის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
- შეკვეთის დამზადება დროულად და ხარისხიანად;
- პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
- დარბაზში და ბარში სისუფთავის/ ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სკას პროდუქტების სრულყოფილად ცოდნა;
საჭირო უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბენეფიტები:
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კვებაზე 30%-იანი ფასდაკლება;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
საკონტაქტო ტელეფონი: 597 511 394