ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი

განცხადების ვადა: 13/12/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.”

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე“ პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი  09:00-18:00სთ

 ანაზღაურება – 800ლარი NET + ბონუსი (ჯამში 1500ლარი)+ კვარტლური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია უცხო ენების სასუბრო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობის Bკატეგორია 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

რას გთავაზობთ

  • გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (6თვის შემდეგ)
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,ქოლგეითის ბრენდის  სავაჭრო წარმომადგენელი“

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!