ალგიდას ბრენდის  სავაჭრო წარმომადგენელი

განცხადების ვადა: 22/02/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მაშტაბით (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos,  Lipton,  Calve,  Algida,  Henkel, Persil,  Perwoll, Schwarzkopf, Palette,  Gliss Kur,  Syoss, Fa,  Selpak, Colgate,  Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა) 

კომპანია “შარმ ტრეიდინგი” აცხადებს ვაკანსია ,,ალგიდას ბრენდის  სავაჭრო წარმომადგენელის“ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 მდე 

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი  (ჯამში 1950 ლარი) + შემოტანის 1% + საწვავი+ მანქანის ცვეთის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

რას გთავაზობთ?

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
  • მანქანის ცვეთის ანაზღაურება (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
  • საწვავი
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დამატებითი უნარები:

  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • მიზანდასახული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში “კანდიდატის პერსონალური მონაცემები”), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!