განცხადების ვადა: 15/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Schirnhofer/შირნჰოფერის ისტორია 1926 წელს, ავსტრიის ჰარტბერგთან მდებარე პატარა ქალაქ კაინდორფში იწყება და წარმატებული საქმიანობის 97 წელს ითვლის. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურ თუ სოციალურ მოთხოვნებს და თავის მომხმარებელს 650-ზე მეტი სახეობის, მაღალი ხარისხის, ავსტრიულ პროდუქტს თავაზობს. საქართველოში შპს. შირნჰოფერის პირველი მაღაზია 2017 წელს გაიხსნა და ამჟამად თბილისის მასშტაბით, 7 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს , დატკბნენ უკეთესი ცხოვრებით და დააგემოვნონ დელიკატესები პირდაპირ ავსტრიის გულიდან.

ჩვენი გუნდი 300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და ორიენტირებულია მათი კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს feinkost-schirnhofer.at.

კომპანია შირნჰოფერი (ს/ნ: 406278362, იურ.მის: საქართველო, ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, თემქის დასახლება, XI მ/რ, III კვარტალი, კორპუსი 58, ბინა 57)  აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;

სამუშაო დატვირთვა: სრული (ორშ-პარ 10:00-18:00);

სახელფასო სარგო: 1100 ლარი (ნეტი)

უფლება-მოვალეობები:

  • მაღაზიებში გენერალური აღწერების ჩატარება;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია აღწერის მიმართულებით 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ენერგიულობა – გუნდის წევრებისთვის ინსპირაციის მიცემა;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი – მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვა;
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • Digital Institute- ში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა – digitalinstitute.ge (შესაძლოა გავცელდეს ოჯახის წევრებზეც);

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;

2. გასაუბრება (შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი პრეზენტაციის წარდგენა);

კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@thc.ge;

შპს “შირნჰოფერი” დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და  აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები