განცხადების აღწერა
ლოგისტიკური კომპანია “Royal Express” საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.
კომპანია “Royal Express” აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საზღვაო მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: დიღომი, აღმ. ხეივანი #19
სამუშაო განაკვეთი: 09:00 -18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სრული საზღვაო ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა;
- გადაზიდვის დეტალების პროგრამულად ასახვა / შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- გადაზიდვის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი, ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
- ტვირთების საზღვაო გზით გადამზიდი ახალი ორგანიზაციების მოძიება გრძელვადიანი პარტნიორობის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილება მხოლოდ ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
- უმაღლესი განათლება (ლოგისტიკის ან ტექნიკური განხრით)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.