გაყიდვების კონსულტანტი

22/04/2025
1000 - 1300
განცხადების ვადა: 04/05/2025
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

რედბერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – გაყიდვების კონსულტანტი,

ქალაქში – თბილისი,

“wegroup”-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით – Myredberry.ge და Mandarina.ge

“wegroup”

MANDARINA 

REDBERRY

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

გაყიდვების კონსულტანტის

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 

5 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა – 10:00-16:00; II ცვლა – 16:00-22:00

შესვენება: დღეში 40 წუთი

1 დღე სრული განაკვეთი: 10:00-22:00

შესვენება: 1 სთ და 20 წუთი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, 1000-1300 ლარამდე

1000-1300 ლარამდე

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • დღიური და თვიური ბონუსები KPI-ს შესრულების მიხედვით;
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.

ღირებულებები და პიროვნული უნარები:

ღირებულებები და პიროვნული უნარები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!