განცხადების აღწერა
კომპანია “ქებული კლიმატი” 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიას გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
კომპანია “ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული, კვირაში 4 სამუშაო დღე
- მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიაკციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
საჭირო უნარ -ჩვევები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
ან დაგვიკავშირდით: 591512374 ან შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით https://forms.gle/JarveDnpEva3APvTA
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.