განცხადების აღწერა
“Xiaomi”-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია ”Mistore” / მისთორი ბათუმის ახალ GRAND მოლში, ახალი ფილიალისათვის ელოდება ახალ თანაგუნდელებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენ გპირდებით:
- სტუდენტებისათვის მორგებულ/მოქნილ გრაფიკსა და სწავლის ხელშეწყობას;
- გუნდს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია, და რაც მთავარია მეგობრული თანამშრომლები;
- გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
- ფასდაკლებებს;
- პროფესიულ ტრენინგებსა და გასვლით თიმბილდინგებს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
- შიდა გათამაშებებს.
თანამშრომლობამდე გთავაზობთ მენტორინგის პროგრამას 2 კვირის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც შეგასწავლით:
- Xiaomi-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
- გაყიდვების ხელოვნებას;
- კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
- FINA-ს პროგრამაში მუშაობას.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული, ცვლები (სწავლასთან მაქსიმალური ხელშეწყობა)
- დასვენება: კვირაში 2 დღე
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500 + ბონუსი, ჯამში საშუალოდ 800 ლარიდან +
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
- Xiaomi-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
- გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- ახალი ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი;
- სისხარტე და ოპერატიულობა;
- ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
“Mistore” გისურვებთ წარმატებებს!