განცხადების აღწერა
შპს “ემ ენდ ეს მეტა” აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე
ვაკანსიის აღწერა: ჩვენ ვეძებთ დინამიურ პირად ასისტენტს კომპანიის გუნდის მხარდასაჭერად და კლიენტებთან ურთიერთობაში დასახმარებლად. პოზიცია შესაფერისია სტუდენტებისა და ახალკურსდამთავრებულებისთვისაც.
მოთხოვნები:
შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია სერტიფიკატის წარდგენა)
სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
მოქნილობა და ორგანიზებულობა
ძირითადი მოვალეობები:
ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და თარგმნა
საქმიან შეხვედრებზე ასისტირება
სამუშაო პირობები:
დასაქმების ფორმა: ნახევარი ან სრული განაკვეთი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური მუშაობა დოკუმენტაციაზე, ოფისში დასწრება შეხვედრებისთვის)
ანაზღაურება: 500-1000 ლარი (განისაზღვრება შრომითი განაკვეთისა და კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.