განცხადების აღწერა
მარკეტინგის ასისტენტი ყვავილების ონლაინ მაღაზიაში
რადგანაც ჩვენ ჯერ კიდევ მზარდი კომპანია გახლავართ, ვეძებთ იმას, ვინც შეძლებს რამდენიმე ფუნქციის შეთავსებას:
- მონაწილეობის მიღება ვიდეო და ფოტო კონტენტის მოფიქრებაში, გადაღებული მასალების დამუშავება და განთავსება საიტზე და სოციალურ ქსელებში.
- დახმარება მაღაზიაში ჩატარებული ივენთების გაზიარებაში სოციალურ ქსელებსა და საიტზე, მონაწილეებთან კავშირი (ვორქშოპების, მასტერკლასების, ფლორისტიკის სკოლის)
მოცემული ვაკანსია შესანიშნავი იქნება ბაკალავრიატის ბოლოს საფეხურის სტუდენტების ან კურსდამთავრებულთათვის.
ჩვენთან სამუშაოდ საჭირო მოთხოვნები:
- კრეატიულობა – ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ განსხვავებულად
- მულტითასქინგი – ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე – არ გაქვს დრო ერთი საქმის დასასრულებლად, ისე გიწევს მეორის დაწყება. ასე რომ, თუ ეს თქვენი ცხოვრების ჩვეული რეჟიმია, მარტივად გაუმკლავდებით ამ საქმესაც.
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა – თუ დავალება თქვენ დაგეკისრათ, პასუხისმგებელი ხართ მასზე და მომავალშიც თქვენ აკონტროლებთ მის მსვლელობას
- მეგობრულობა – ჩვენთან ძალიან მეგობრული გარემო დაგხვდებათ, ამიტომ შესანიშნავი იქნება, თუ თქვენც ხართ მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული.
- სწრაფად ფიქრი და შესრულება – ჩვენ ყველანი საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ საჭიროა ამ რეჟიმს ფეხი აუწყოთ.
- დამოუკიდებლობა – ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, როგორ მოაგვარებთ ამა თუ იმ საკითხს და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს.
- ტექნიკური სიძლიერე ასევე ჩაითვლება უპირატესობად, რაც მოიაზრებს ახალი პროგრამების მარტივი ათვისების უნარს (მაგ., Adobe Photoshop, Premier basics ან მათი სწრაფი შესცავლის უნარი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (საჭიროებისამებრ განიხილება ცვლილებები სტუდენტებისთვის).
მისამართი: ვერა, ღამბაშიძის 10 ან ვაკე, ფალიაშვილის 38
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ანაზღაურება სააპლიკაციო ფორმაში.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598 33 86 99.