განცხადების ვადა: 08/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს „ყველაფერი სახლისთვის“ პრინციპით.

დღეს JYSK / იუსკი მოიცავს 3200-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი  + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • სალაროსთან მუშაობა;
  • დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “JYSK” “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები