განცხადების აღწერა
სასტუმრო ,,Holiday Inn’’ აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.
გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯავშნების მიღება და პროგრამული ასახვა, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
- სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
- ჯავშნების ყოველდღიური კონტროლი;
- კორპორატიულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- სტუმრისთვის სასტუმროს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება.
საჭირო უნარები:
- გამართული სასაუბრო და წერითი უნარები ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- Opera -ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.