განცხადების ვადა: 04/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

სასტუმრო  „Holiday Inn“ / ჰოლიდეი ინნ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება, რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

საჭირო უნარები:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს “აჭარა ჯგუფმა” მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

მსგავსი განცხადებები